Belive

მესი ანრის პირველ დღეზე - შეხედვაც კი ვერ გავბედე

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2007 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ტიერი ანრი "არსენალიდან" "ბარსელონაში" გადავიდა. ინგლისში გატარებული საოცარი წლების შემდეგ ფრანგმა თავდამსხმელმა კვალი ესპანეთშიც დატოვა. ლეო მესიმ ის დღე გაიხსენა, როდესაც ტიერი ანრი "ბარსელონას" გასახდელში პირველად შევიდა. არგენტინელი ფეხბურთელი არ მალავს, რომ ტიერის თავდაპირველად თვალს ვერ უსწორებდა: "როდესაც პირველ დღეს ის გასახდელში დავინახე, სახეში შეხედვასაც კი ვერ ვბედავდი. მე ვიცოდი ყველაფერი, რაც მან ინგლისში გააკეთა. მასზე დიდი წარმოდგენა მქონდა და უეცრად ერთ გუნდში აღმოვჩნდით. მე ანრი მიყვარდა," - განაცხადა ლეომ. შეგახსენებთ, რომ ტიერი ანრი "ბარსელონაში" 2007-2010 წლებში თამაშობდა, რა დროშიც მან 121 მატჩი ჩაატარა და 49 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები