Belive

მესი არგენტინაში უსახლკაროებს ეხმარება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
არგენტინის ნაკრების კაპიტანი, ლიონელ მესი ქველმოქმედებას აგრძელებს. როსარიოში ის რესტორნის მფლობელია, სადაც უსახლკაროებს უფასოდ უმასპინძლდებიან. რესტორანი, სახელად "VIP" ყოველდღე საღამოს ორი საათის განმავლობაში ღარიბებს უფასოდ უმასპინძლდება. "ზოგიერთებს ვთავაზობთ ყავას და სხვა სასმელებს. ხანდახან ღვინოსაც კი. ბევრი ადამიანი მოდის, პატივისცემას გამოხატავენ და მადლობას გვიხდიან" - განაცხადა რესტორნის მენეჯერმა, არიელ ალმადუმ. ლიონელ მესის რესტორანში საქველმოქმედო აქცია 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

სხვა სტატიები