Belive

მესი: "ბარსელონამ ნეიმერის დასაბრუნებლად ყველაფერი გააკეთა"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ლიდერი და კაპიტანი, ლიონელ მესი ნეიმარის შეუმდგარ ტრანსფერზე საუბრობს. არგენტინელი ფეხბურთელის აზრით, გუნდმა საკმარისი რამ გააკეთა ბრაზილიელი შემტევის დასაბრუნებლად. ნეიმარის სატრანსფერო საგა 2 სექტემბერს დასრულდა, როდესაც დაიხურა სატრანსფერო ფანჯარა.
"მე არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ვესაუბრე ნეიმარს და ის სასოწარკვეთილი იყო. არ ვიცი გუნდმა ყველაფერი გააკეთა თუ არა. მე ნეიმარის დაბრუნებას მივესალმებოდი. ვიცი ის ხალხი, რომლებსაც არ სურდათ მისი დაბრუნება და ვიცი ის ხალხიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ნეიმარი უნდა დაბრუნებულიყო. თუმცა ვფიქრობ, რომ ნეიმერი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და მასთან პარტნიორობა გუნდს დადებითად წაარდგებოდა. მე მსურს, რომ მასთან ერთად კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვითამაშო" - განაცხადა მესიმ.
ლიონელ მესი და ნეიმარი "ბარსელონაში" ერთად 2013-2017 წლებში თამაშობდნენ. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კატალონიური გრანდის მაისური 186-ჯერ მოირგო და 105 ბურთი გაიტანა. 2017 წელს კი რეკორდულ თანხად, 222 მილიონ ევროდ "პსჟ"-ში გადავიდა.

სხვა სტატიები