Belive

მესი ბარსელონას ჩემპიონთა ლიგის მატჩში არ ითამაშებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ამ კვირაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩები გაიმართება. "ბარსელონა" სტუმრად "დინამო კიევს" დაუპირისპირდება. რონალდ კუმანმა აღნიშნული შეხვედრებისთვის ლიდერების დასვენება გადაწყვიტა. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა 19 კაციან განაცხადში ლეო მესი არ შეიყვანა. გარდა არგენტინელი ფეხბურთელისა, კიევში არ გაემგზავრება დე იონგიც. შეგახსენებთ, რომ "ბარსას" დანაკლისი ძალიან დიდია. კატალონიელებს ლა ლიგის გასულ ტურში მძიმე ტრავმის გამო გამოაკლდათ პიკე. ასევე დაზიანება აქვთ ანსუ ფატისა და სერხი რობერტოს.

სხვა სტატიები