Belive

მესი: "ბარსელონას სასამართლოს მოვუგებდი, მაგრამ ასე წასვლა არ მინდოდა"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ლიონელ მესიმ სატელევიზიო ინტერვიუში თავისი კარიერისა და მნიშვნელოვანი მომენტების შესახებ ისაუბრა. მესის "ბლაუგრანას" დატოვება გასულ ზაფხულში სურდა - კლუბის ხელმძღვანელობასთან დაპირისპირების ფონზე, ლიონელმა ღიად განაცხადა, რომ კატალონიაში კარიერის გაგრძელება მის გეგმებში აღარ შედიოდა, თუმცა მოვლენები სხვანაირად განვითარდა - გუნდმა მის სანაცვლოდ, €700 მილიონი მოითხოვა, რაც არარეალური თანხა იყო და მეტიც, ეს იმას ნიშნავდა, რომ გუნდი მესის ტრანფერს ბლოკავდა. საბოლოოდ, მესიმ სასამართლო დავას კვლავ გუნდში დარჩენა არჩია.
ძალიან ვწუხვარ, რომ ყველაფერი ასე განვითარდა. ბარსელონა ჩემი ცხოვრებაა. 13 წლიდან აქ ვცხოვრობ და მეტსაც გეტყვით, ბარსელონაში უფრო მეტი დრო მაქვს გატარებული, ვიდრე არგენტინაში. ყველაფერი აქ ვისწავლე და ფეხბურთელადაც აქ ჩამოვყალიბდი. დღეს თავს კარგად ვგრძნობ. ზაფხულში ძალიან ცუდი პერიოდი გავატარე პრეზიდენტს ჩემი გაშვება არ სურდა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ცუდ ადამიანად წარმოვეჩინე. რაც მოხდა, მოხდა და არაფერს ვნანობ. ვფიქრობდი, რომ ცხოვრების რაღაც ეტაპი დასრულებული იყო და ცვლილება მჭირდებოდა. წასვლა მინდოდა, თუმცა ჩემი შვილები დარჩენას მთხოვდნენ, პრეზიდენტი კი მაიძულებდა, ცვლილებაზე არ მეფიქრა", - აღნიშნა მესიმ.
არგენტინელი არ გამორიცხავს, რომ წლის ბოლოს, გუნდს დატოვებს, თუმცა კონკრეტულ განცხადებას ამასტან დაკავშირებით მაინც არ აკეთებს.
"ახლა მთავარია, გუნდზე ვიფიქრო და სეზონი ტიტულებით დავასრულოთ, ამაში კი ხელი არ უნდა შემეშალოს. არ ვიცი, მომავალში რა იქნება, ჯერჯერობით დღევანდელ დღეზე ვარ ორიენტირებული. ნებისმიერ შემთხვევაში, მომავალში მინდა რომ კვლავ ამ გუნდში ვიმუშავო, ამ ქალაქში ვიცხოვრო და გუნდს რაიმეთი დავეხმარო. "ბარსელონა" მეტია, ვიდრე ერთი ცალკეული ფეხბურთელი და ამაში ჩემს თავსაც მოვიაზრებ", - განაცხადა არგენტინელმა.

სხვა სტატიები