Belive

მესი - ბარსელონაში ტექნიკური დირექტორის სტატუსით დაბრუნება მსურს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ლეო მესის "ბარსელონაში" ტექნიკური დირექტორის სტატუსით დაბრუნება სურს. "პარი სენ-ჟერმენის" ფორვარდი მიესალმება იდეას, რომ კარიერის დასრულების შემდეგ, კატალონიურ გრანდში დაბრუნდეს. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა უკვე განაცხადა, რომ სამომავლოდ "ბლაუგრანას" მაღალი რგოლის მენეჯმენტში საკუთარი თავის ხილვა სურს.
"დიახ, ადრეც აღვნიშნე, რომ "ბარსელონაში" დაბრუნება მსურს. მზად ვარ კლუბს წარმატების მიღწევაში დავეხმარო. მინდა საკუთარი შესაძლებლობები კლუბის განვითარებას მოვახმარო. ტექნიკური დირექტორობა მსურს". "მსურს კატალონიურ გრანდში დავბრუნდე და ვაკეთო საქმე, რომელიც ვიცი. მიყვარს "ბარსელონა" და ყველა ღონეს ვიხმარ, რათა კლუბმა განვითარება განაგრძოს და მსოფლიო უძლიერეს კლუბებს შორის ღირსეული ადგილი ეკავოს", - აღნიშნა ლეო მესიმ. 

სხვა სტატიები