Belive

მესი ბარსელონასთან კონტრაქტს კოპა ამერიკის შემდეგ გააფორმებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ლეო მესი კატალონიის ,,ბარსელონასთან'' ახალ ხელშეკრულებას კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ გააფორმებს. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, ლეო ,,ბლაუგრანასთან'' 2-წლიან ხელშეკრულებას ხელს რამდენიმე დღეში მოაწერს, რაშიც გუნდის პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას ეჭვი არ ეპარება. შესათანხმებელი მხოლოდ ფინანსური დეტალებია, რაც დროის საკითხია. მესის ,,ბარსელონასთან'' არსებული კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა. გასულ სეზონში არგენტინელმა კატალონიელთა მაისურით ჩატარებულ 47 შეხვედრაში 38 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა.


სხვა სტატიები