Belive

მესი: "ბავშვური შეცდომები დავუშვით"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალის მატჩი, "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" შორის ძალიან დაძაბული გამოდგა. დიეგო სიმეონეს გუნდმა ანგარიშით 2:3 გაიმარჯვა და კვირას მადრიდის "რეალთან" შესახვედრად მოემზადება. მატჩის არბიტრმა "ბარსელონას" 2 გოლი არ ჩაუთვალა, რაზეც ლიონელ მესის ყურადღება არ გაუმახვილებია. მისი შეფასებით, "ბარსელონამ" ნახევარფინალური მატჩი ბავშვური შეცდომების ხარჯზე დათმო. "ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ მატჩში დავმარცხდით. ჩვენ მატჩის სადავეები 80 წუთის განმავლობაში ხელში გვქონდა აღებული და გამარჯვების მოპოვება მოკლე დროში შეგვეძლო. ჩვენ ორი გოლი ბავშვური შეცდომების ხარჯზე გავუშვით, თუმცა ბარსელონა ძლიერი გუნდია, რომელიც ამ შეცდომებს გაანალიზებს და კვლავ პროგრესირებას განაგრძობს," ციტირებს მესის სიტყვებს ესპანური Mundo Deportivo.

იხილეთ მიმოხილვა: ბარსელონა 2:3 ატლეტიკო (მიმოხილვა)

სხვა სტატიები