Belive

მესი ბეტისის ფანების ქმედებით გაოცებულია (ვიდეო)

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის "ბარსელონამ" გუშინ სტუმრად "ბეტისი" 1:4 დაამარცხა. "ბლაუგრანას" ლეგენდამ, ლეო მესიმ გუშინ ლა ლიგაში თავისი 34-ე ჰეთ-თრიქი შეასრულა და ამ მაჩვენებლით რონალდუს გაუთანაბრდა. არგენტინელის ბოლო გოლი "ბეტისის" კარში უკვე შეგვიძლია დავასახელოთ წლის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გოლად. აღსანიშნავია, რომ თავიანთი საყვარელი გუნდის კარში გასული საოცარი გოლის შემდეგ, "ბეტისის" ფანებმა ემოციები ვერ დამალეს და ლეოს ფეხზე წამოუდგნენ. მეტოქის ქომაგის ამ ქმედებით გაოცებულმა მესიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა. "რეალობაა, მაგრამ ასეთი რამ სხვაგან ჯერ არსად არ მინახავს. "ბეტისის" ფანები იმით გამოირჩევიან, რომ იქ ყოველთვის თბილად გვხვდებიან. დიდი მადლობა მათ ამისთვის," - თქვა ლეომ.

სხვა სტატიები