Belive

მესი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში კიდევ ერთხელ შევიდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
23 ოქტომბერს, "სლავიას" კარში გატანილი გოლით, ლეო მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი რეკორდი დაამყარა. კატალონიური გრანდის არგენტინელი სუპერვარსკვლავი UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში კიდევ ერთხელ შევიდა. ლეო მესი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ზედიზედ 15 სეზონში შეძლო გოლის გატანა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მესიმ პირველი გოლი 2005 წელს, "პანათინაიკოსის" კარში გაიტანა - მას შემდეგ, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ჩემპიონთა ლიგის ყველა სეზონში შეძლო გოლის გატანა.  

სხვა სტატიები