Belive

მესი და ფაბრეგასი პიკეს შეუერთდნენ

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" კაპიტანმა ლიონელ მესიმ და გუნდის ყოფილმა მოთამაშემ და აღზრდილმა, სესკ ფაბრეგასმა პიკეს გუნდის აქციების ნაწილი შეიძინეს. გავლენიანი ესპაბნური გამოცემა Marca ავრცელებს ინორმაციას, რომ საფეხბურთო კლუბ "ანდორას", რომელიც ესპანეთის მეხუთე დივიზიონში ასპარეზობს, თანამფლობელები მესი და ფაბრეგასი გახდნენ, უმცა ისინი ისეთი მსხვილი აქციონერები არ არიან, როგორიც ჟერარ პიკეა. ლიონელ მესი, სესკ ფაბრეგასი და ჟერარ პიკე "ლა მასიას" აკადემიიდან ერთად მოდიან და ახლო მეგობრები არიან. მათ სურთ, რომ "ანდორა" ააღორძინონ და გუნდი ზედა ლიგებში აღზევდეს. აქვე შეგახსენებთ, რომ გუნდის ყველაზე მსხვილმა აქციონერმა, პიკემ, "ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილიც გამოთქვა.

სხვა სტატიები