Belive

მესი და რონალდუ ერთ გუნდში - ტევესის ამბიციური გეგმა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები - ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ შესაძლოა ერთ გუნდში ვიხილოთ. აღნიშნული იდეის განხორციელება კარლოს ტევეზს სურს. სახელოვანი არგენტინელი ფეხბურთელი "ბოკა ხუნიორსის" ღირსებას იცავს. არგენტინული ფეხბურთის ფლაგმანთან, ტევეზმა კონტრაქტი კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, კარლოს ტევეზი მსოფლიო ფეხბურთიდან წასასვლელად ემზადება და განსაკუთრებული გამოსამშვიდობებელი მატჩის ორგანიზება სურს. კარლოს ტევეზის გამოსამშვიდობებელ მატჩში, ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ ერთ გუნდში იასპარეზებენ. პლანეტის ორი სუპერვარსკვლავის პარალელურად, კარლოს ტევეზმა არაერთი სახელოვანი ვარსკვლავი შეარჩია. ჯიჯი ბუფონი, ჰუგო იბარა, რიო ფერდინანდი, გაბრიელ ჰაინცე, პატრის ევრა, ანდრეა პირლო, პოლ სქოულზი, პოლ პოგბა, კრიშტიანუ რონალდუ, ლეო მესი და უეინ რუნი ტევეზის რჩეულთა შორის მოხვდნენ.

სხვა სტატიები