Belive

მესი: "დავიღალე, მაგრამ ბედნიერი ვარ" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2019/20 წლების სეზონში "ბარსელონას" კაპიტანმა ლიონელ მესიმ სრულად პირველად ითამაშა. ეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, "კამპ ნოუზე" "ინტერთან" გამარჯვებისას მოხდა. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ლუის სუარესს საგოლე პასი გაუკეთა და 3 ქულის აღებაში მნიშვნელოვანი წვლილი დაიდო. მატჩის შემდეგ, 32 წლის თავდამსხმელმა კომენტარი გააკეთა. "დავიღალე, მაგრამ ბედნიერი ვარ, რადგან ამ სეზონში პირველად მოვახერხე 90 წუთის თამაში. მოედანზე ყოფნა და თამაშის რიტმის შეგრძნება მონატრებული მქონდა, ბედნიერი ვარ ამ მნიშვნელოვანი გამარჯვებით.  ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა მოგვეგო. რთული ჯგუფი გვაქვს. ამოცანა პირველი ადგილის დაკავებაა, თუმცა "ინტერის" ბარიერის დაძლევა არც ისე იოლია. ისინი თითქმის არ ტოვებენ თავისუფალ ზონებს. გაგვიმართლა, რომ ჩვენი მიზნის მიღწევა მოვახერხეთ. მთავარია 3 ქულა მოვიპოვეთ",-თქვა 5 ოქროს ბურთის მფლობელმა ფეხბურთელმა. ბარსელონას F ჯგუფში 4 ქულა აქვს, მეორე ადგილს იკავებს და შემდეგ მატჩს პრაღის "სლავიასთან" გამართავს.

სხვა სტატიები