Belive

"მესი ძირითადში, კეინი სათადარიგოთა სკამზე და რონალდუ განაცხადს მიღმა" - უეინ რუნი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ერთ-ერთ ინდურ ტელევიზიაში ლეგენდარულ ინგლისელ ფეხბურთელს უეინ რუნის მესის, კეინისა და რონალდუს შესახებ კითხვა დაუსვეს, რაზეც რუნიმ ასეთი პასუხი გასცა:

"მესი ძირითადში, კეინი სათადარიგოთა სკმაზე და რონალდუ განაცხადს მიღმა"

როგორც ჩანს, რონალდუსა და რუნის დაძაბული ურთიერთობა აქვთ. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, პირს მორგანთან იტერვიუში, მის ყოფილ თანაგუნდელს ვირთხა უწოდა.

რუნიმ უკვე უპასუხა ამ განცხადებას და მას უცნაური უწოდა. ინგლისელმა თქვა, რომ ასაკი ყველა მოთამაშის ფორმას ცვლის. რუნის თქმით, რონალდუ მესისთან ერთად, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ამით ინგლისის ყოფილ კაპიტანს სურდა ეჩვენებინა, რომ კრიშტიანუს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა არ სურდა და მასთან დაპირისპირებას არ აპირებს.

თუმცა, გუშინ უეინმა პირდაპირი ეთერის საშუალებით განაცხადა, რომ რონალდუს მის გუნდში არ ათამაშებდა.

პორტუგალიის ნაკრები საქმეში 24 ნოემბერს ჩაერთვება. მათი პირველი მეტოქე განა იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები