Belive

მესი გრიზმანთან დაკავშირებით: "მომბეზრდა, რომ ყველას პრობლემა მე მბრალდება"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ლიონელ მესი გამოეხმაურა ანტუან გრიზმანის ბიძის, ემანუელ ლოპესის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ფრანგის წარუმატებელი თამაში "ბარსელონაში" დიდწილად არგენტინელის დამსახურებაა. ანტუან გრიზმანმა გულშემატკივარის იმედები ვერ გაამართლა - ფაქტია, რომ ფრანგს გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა გრიზმანი "ბარსელონას" თავდასხმას ვერაფრით მოერგო. ეს არამარტო სტატისტიკაზე, არამედ თამაშის ხარისხობრივ ნაწილზეცაა ასახული. რამდენიმე დღის წინ, გრიზმანი ემანუელ ლოპესმა და ყოფილმა აგენტმა, ერიკ ოლჰატსმა დაიცვეს. მეტიც, მათი იერიშის მთავარი სამიზნე ლიონელ მესი გახდა.
"გრიზმანი დაარწმუნეს, რომ პირველი 6 თვის განმავლობაში, ის წარმატებას ვერ მიაღწევდა, მაგრამ ეს დრო ძალიან გახანგრძლივდა. გუნდის შიდა სამზარეულოს კარგად ვიცნობ და გეტყვით, რომ მესის გვერდით თამაშისას, ეს საკმაოდ რთულია. მესი ბევრს არ შრომობს და ბარსელონას სავარჯიშო პროცესი ძირითადად იმაზეა აგებული, რომ ზოგიერთმა ადამიანმა სიამოვნება მიიღოს", - აღნიშნა ლოპესმა. ლოპესის ბრალდებას, ლიონელ მესი აეროპორტში შეკრებილ ჟურნალისტებთან გამოეხმაურა: მომბეზრდა, რომ ყველას პრობლემა მე მბრალდება", - თქვა მესიმ.
გასული სეზონი "ბარსელონამ" კრახით დაასრულა: ესპანური გუნდი მიუნხენის "ბაიერნთან" განადგურებელი ანგარიშით (8:2) დამარცხდა. გუნდის ხელმძღვანელობა შეიცვალა, "ბარსელონადან" წასვლა მესისაც სურდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, არგენტინელი იძულებული გახდა, ან სასამართლო დავა წამოეწყო, ან გუნდში დარჩენილიყო. ლიონელმა კი, გუნდთან დაპირისპირებას,დარჩენა ამჯობინა.

სხვა სტატიები