Belive

მესი: ,,გვარდიოლამ ფეხბურთს დიდი ზიანი მიაყენა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელი, ლეო მესი მიიჩნევს, რომ პეპ გვარდიოლა საუკეთესო მწვრთნელია მათ შორის, ვისთანაც ოდესმე უმუშავია.

არგენტინელის აზრით, პეპის უნიკალური სათამაშო სტილის იმიტაცია თანამედროვე ფეხბურთს დიდ ზიანს აყენებს:

,,გვარდიოლამ ფეხბურთს დიდი ზიანი მიაყენა. პეპის სათამაშო სტილი იმდენად მარტივი ჩანდა, რომ მისი კოპირება ყველას სურდა...

ეჭვგარეშეა, რომ გვარდიოლა საუკეთესო მწვრთნელია მათ შორის, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია, მას რაღაც განსაკუთრებული აქვს,'' - მესის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

გვარდიოლა ,,ბარსელონას'' 2008-2012 წლებში წვრთნიდა. ამ პერიოდში კატალონიურმა გუნდმა ლა ლიგა (3-ჯერ), ესპანეთის თასი (2-ჯერ), სუპერთასი (3-ჯერ), ჩემპიონთა ლიგა (2-ჯერ) მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (2-ჯერ) და უეფას სუპერთასი (2-ჯერ) მოიგო.

სხვა სტატიები