Belive

მესი, ინიესტა, მოდრიჩი და სხვები: ათწლეულის საუკეთესო გამთამაშებელთა ათეული

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ბოლო დეკადის (2010-20) საუკეთესო გამთამაშებელთა ათეული დაასახელა. გასაკვირი არაა, რომ სიაში პირველ ადგილს "ბარსელონას" არგენტინელი კაპიტანი ლიონელ მესი იკავებს, მეორე პოზიციაზე ამ სტატუსის ყოფილი მფლობელი ესპანელი ანდრეს ინიესტა იმყოფება, სამეულს კი მადრიდის "რეალის" ხორვატი ათიანი ლუკა მოდრიჩი ასრულებს. დეკადის საუკეთესო გამთამაშებელთა სრული ათეული ასეთია:  1. ლიონელ მესი 2. ანდრეს ინიესტა 3. ლუკა მოდრიჩი 4. კევინ დე ბრუინი  5. ტონი კროოსი 6. ედენ აზარი 7. ნეიმარი 8. მესუთ იოზილი  9. ანდრეა პირლო 10. იაია ტურე 

სხვა სტატიები