Belive

მესი: ,,ჯერ არაფერი გაგვიკეთებია, ეს მხოლოდ დასაწყისია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლეო მესიმ, მექსიკასთან მოგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,ძალიან რთული შეხვედრა გამოვიდა, რადგან მექსიკა ძლიერი გუნდია, რომელსაც შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს. მეორე ტაიმში დავმშვიდდით და ბურთით თამაში დავიწყეთ, იმის გაკეთება შევძელით, რაც უნდა გაგვეკეთებინა.

ვითამაშეთ თამაში, რომელიც უნდა გვეთამაშა, ვალდებულები ვიყავით. ყველამ შესანიშნავად იასპარეზა, მათ შორის შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმაც. ეს გზა გასავლელია და გუნდის თითოეული წევრი მნიშვნელოვანია. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რაც გველის, ჯერ არაფერი გაგვიკეთებია, ეს მხოლოდ დასაწყისია. ახლა არ შეგვიძლია, რომ მოვეშვათ. მსოფლიო ჩემპიონატზე ვართ და აქ ყველა მატჩი ფინალია. '' - განაცხადა მესიმ.

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში არგენტინამ მექსიკას 2:0 მოუგო.

,,ალბისელესტე'' მომავალ შეხვედრას ოთხშაბათს, 30 ნოემბერს, პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები