Belive

"მესი კარიერას ბარსელონაში დაასრულებს" - რონალდ კუმანი

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ბოლო პერიოდში სპორტული ჟურნალისტებისა და სპორტის მოყვარულების ყურადღება ლიონელ მესის სამომავლო კარიერის ირგვლივაა მიპყრობილი. არსებობდა ხმები, თითქოს გადაწყვეტილი ამბავი იყო, რომ მესი "ბარსელონას" დატოვებდა, თუმცა საბოლოოდ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. საგულისხმოა, რომ მესისა და კატალონიური კლუბის ყოფილი პრეზიდენტს, ბართომეუს შორის ურთიერთდაპირისპირება საკმაოდ მწვავე ფაზაში იყო გადასული რა დროსაც მესიმ კლუბიდან წასვლა დააანონსა, თუმცა მას შემდეგ, რაც ბართომეუ კლუბის პრეზიდენტის პოსტიდან გაათავისუფლეს, კლუბში მესის შენარჩუნება მთავარ მიზნად დაისახეს. კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა დიდ იმედს იტოვებს, რომ ახალი კონტრაქტის პირობები არგენტინელი სუპერვარსკვლავისათვის მისაღები იქნება და საბოლოო შეთანხმებასაც მიაღწევენ, თუმცა ხელშეკრულების დეტალების შესახებ სიღრმისეული ინფორმაცია ამ ეტაპზე კვლავ არ საჯაროვდება. ოქროს ბურთის 6-გზის გამარჯვებულს ჯერ კიდევ არ აქვს საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, თუ სად და როგორ გაგრძელდება მისი საკლუბო კარიერა, თუმცა ესპანური გრანდის ნიდერლანდელი თავკაცი რონალდ კუმანი ირწმუნება, რომ მესი, მისი კარიერის ბოლომდე "ბარსელონას" რიგებში დარჩება. "მესი კარიერას ბარსელონაში დაასრულებს, დიდი იმედი მაქვს, რომ ამასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებასაც მალე ვიხილავთ", - რონალდ კუმანი. ამჟამად მესი სანაკრებო ტურნირზე, კოპა ამერიკაზე, ასპარეზობს, სადაც პირველ შეხვედრაში ეროვნული მაისურით საჯარიმო დარტყმიდან შესანიშნავი გოლი გაიტანა.  

სხვა სტატიები