Belive

მესი: "კარიერას ბარსელონაში დავასრულებ" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" კაპიტანმა ლიონელ მესიმ კარიერული მომავლის შესახებ ისაუბრა. "ახლახან განვიხილეთ ჩემი კონტრაქტი. ჯერჯერობით ხელმოწერას არ ვჩქარობ, რადგან არ ვიცი როგორ ფიზიკურ ფორმაში ვიქნები. ჯერ ტრავმის სრულფასოვნად მოშუშებაზე ვფიქრობ, მაგრამ ფაქტია, რომ კარიერას "ბარსელონაში" დავასრულებ",-თქვა არგენტინელმა. ცოტა ხნის წინ, კატალონიურმა პრესამ დაწერა, რომ "ბარსელონას" ხელმძღვანელები ფეხბურთელს 10-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ.

სხვა სტატიები