Belive

მესი: "კარიერის დასასრული ახლოვდება"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ოქროს ბურთის ტრიუმფატორმა აღნიშნა, რომ კარიერის დასასრული ახლოვდება. ლეო მესის მტკიცებით, მისი კარიერა დასასრულს უახლოვდება, მაგრამ იმედი აქვს, რომ კიდევ მრავალი წლის მანძილზე შეძლებს უმაღლეს დონეზე თამაშს. "მსგავსი მომენტებით უდიდეს სიამოვნებას ვიღებ, რადგანაც ვიცი, რომ უკვე ასაკში ვარ და კარიერის დასასრული ახლოვდება. დრო სწრაფად გარბის თუმცა იმედი მაქვს, რომ ღმერთი კიდევ მრავალი წლით თამაშის შესაძლებლობას მომცემს." "32 წლის ვარ, სეზონის დასრულების შემდეგ უკვე 33-ის ვიქნები. როგორც უკვე გითხარით, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორ მდგომარეობაში ვიქნები. ამ წუთას ფიზიკურად და მენტალურად თავს კარგად ვგრძნობ - ვიმედოვნებ, რომ ეს მდგომარეობა კიდევ მრავალი წლის მანძილზე გაგრძელდება", - აღნიშნა ლეო მესიმ.

სხვა სტატიები