Belive

მესი: ,,კიდევ არ მჯერა, ჩვენ მსოფლიო ჩემპიონები ვართ!''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლეო მესიმ, მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

,,ერთი თვე გავიდა და ჯერ კიდევ არ მჯერა! რა განვიცადეთ, როდესაც საბოლოდ ავწიეთ თასი, რომელიც ყველას ასე გვინდოდა... ნამდვილი სიგიჟეა!

ცხადია, ჩემპიონობა ყველაფერს უფრო მშვენიერს ხდის, მაგრამ რა საოცარი თვე მქონდა და რამდენი შესანიშნავი მოგონება დამიგროვდა. ეს ყველაფერი ძალიან მენატრება. მენატრება ჩემი თანაგუნდელები, მათთან გატარებული ყოველი დღე, საუბრები, ვარჯიშები, სისულელეები, რასაც ვაკეთებდით...

რა სასიამოვნო იყო იმის ხილვა, რომ ჩემი ოჯახი ამ ყველაფრით ყოველდღიურად ტკბებოდა.

მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის! როგორც უკვე ვთქვი, ვიცოდი, რომ ამის საშუალებას მომცემდა. რასაც ვერ წარმოვიდგენდი, ეს იყო გიჟური ზეიმი ჩვენი ტრიუმფის შემდეგ.

უკვე ერთი თვე გავიდა... ჩვენ მსოფლიო ჩემპიონები ვართ!'' - წერს მესი ინსტაგრამის პირად გვერდზე.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა. მესიმ მუნდიალზე 7 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

View this post on Instagram

A post shared by Leo Messi (@leomessi)

სხვა სტატიები