Belive

მესი: ,,კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმით ბედნიერი ვარ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლეო მესიმ, ავსტრალიასთან მოგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,ჩვენ გვინდოდა აქ ყოფნა იმ შეგრძნებისა და ემოციის გამო, რასაც ხალხი აქ ერთმანეთს გადასცემს. ერთობა უნდა შევინარჩუნოთ.

ძალიან კონტაქტური თამაში გამოვიდა. გამარჯვებითა და კიდევ ერთი ნაბიჯის გადაგმით ბედნიერი ვარ.

მატჩს ვაკონტროლებდით და შეგვეძლო, ყველაფერი უფრო ადრე დაგვესრულებინა. ვფიქრობ, მარტინესის ბოლო სეივს თუ არ ჩავთვლით, სხვა პრობლემა არ გვქონია,'' - განაცხადა მესიმ.

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში არგენტინამ ავსტრალიას 2:1 მოუგო. ლეო მესიმ მატჩში ანგარიში გახსნა.

მეოთხედფინალში არგენტინელთა მეტოქე ნიდერლანდები იქნება. შეხვედრა პარასკევს, 9 დეკემბერს, გაიმართება.

სხვა სტატიები