Belive

მესი კოპა ამერიკის თასთან ერთად - ყველაზე პოპულარული სპორტული ფოტო ინსტაგრამზე

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტნის, ლეო მესის, კოპა ამერიკის თასთან ერთად გადაღებული სურათი ინსტაგრამის ყველაზე პოპულარული სპორტული ფოტო გახდა. ინფორმაციას Marca ავრცელებს. პოსტს ამ ეტაპზე 20 მილიონზე მეტი მოწონება აქვს. აქამდე ყველაზე პოპულარული ფოტო კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნოდა - პორტუგალიელმა დიეგო არმანდო მარადონას სიკვდილის დღეს ლეგენდარულ არგენტინელთან ერთად გადაღებული სურათი გამოაქვეყნა, რომელიც 19.9 მილიონმა ადამიანმა მოიწონა.


 
View this post on Instagram
 

A post shared by Leo Messi (@leomessi)


კოპა ამერიკის ფინალში არგენტინს ეროვნულმა ნაკრებმა ბრაზილია ანხელ დი მარიას გოლით ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ტიტული ისტორიაში მეთხუთმეტედ მოიგო. რაც შეეხება უშუალოდ მესის, ლეო კოპა ამერიკის ჩემპიონი კარიერაში პირველად გახდა.  

სხვა სტატიები