Belive

მესი ლა ლიგის მიმდინარე სეზონში საგოლე გადაცემის გარეშეა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეო მესის კარიერაში რთული ეტაპია - ზაფხულში "ბარსელონასთან" დაწყებული შექმნილი დაძაბული ურთიერთობა არგენტინელის სტატისტიკაზეც აისახა. "ბლაუგრანას" კაპიტანს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 მატჩში ერთი საგოლე გადაცემაც არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მესიმ ესპანეთის ჩემპიონატი 21 ასისტით დაასრულა, რითაც რეკორდი დაამყარა. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ლეოს შედეგიანობის შემცირებაზე მეტყველებს. აქვე გეტყვით, რომ 12 თამაშში არგენტინელმა წელს 5 გოლი გაიტანა, საიდანაც 2 პენალტია.

სხვა სტატიები