Belive

მესი: „მერჩივნა კრიშტიანუ რეალში დარჩენილიყო“

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
„ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ მთავარი მეტოქის, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. არგენტინელმა თქვა, რომ მისთვის უკეთესი იქნებოდა, თუ პორტუგალიელი მადრიდის „რეალში“ დარჩებოდა. „მადრიდის „რეალი“ სეზონის ბოლომდე ტიტულებისთვის იბრძოლებს, რადგან მათ კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. თუმცა ნათელია, რომ კრიშტიანუს წასვლა გუნდს სერიოზულ კვალს დაატყობდა. მინდოდა, რომ ის „ბლანკოსების“ შემადგენლობაში დარჩენილიყო. მან მადრიდელებს რაღაც წარმოუდგენელი, ხოლო ელ კლასიკოს განსაკუთრებული დაძაბულობა შესძინა“,-თქვა ოქროს ბურთის ხუთჯერ მომგებმა ფეხბურთელმა. ამ სეზონში მესიმ ტრავმის გამო სტაბილურად გამოსვლა საკმაოდ გვიან დაიწყო და მხოლოდ 5 შეხვედრის ჩატარება მოასწრო, სადაც 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.w

სხვა სტატიები