Belive

მესი: ,,მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან რთული ტურნირია, მოგებისთვის ბოლომდე უნდა დაიხარჯო''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლეო მესიმ, მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა:

,,ჩვენთვის, არგენტინელებისთვის, რთულია, მშვიდად ვიყოთ. ახლა გამარჯვების პრეტენდენტთა შორის ვართ, მაგრამ ეს სულ ასე არ ყოფილა.

მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან რთული ტურნირია. მოგებისთვის ბოლომდე უნდა დაიხარჯო. ბევრ გუნდს სურს მიაღწიოს იმავეს, რაც ჩვენ გვინდა. თუ კარგად არ ვითამაშებთ, ჩვენი ბარიერის გადალახვას ბევრი შეძლებს,'' - განაცხადა მესიმ.

რამდენიმე დღის წინ, ლეომ მუნდიალის ორ მთავარ ფავორიტად საფრანგეთი და ბრაზილია დაასახელა.

ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინა საუდის არაბეთთან, მექსიკასთან და პოლონეთთან ერთად იასპარეზებს.

სკალონის გუნდი პირველ მატჩს 22 ნოემბერს, საუდის არაბეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები