Belive

მესი, ნეიმარი და სხვები - ლა ლიგის ბოლო ათწლეულის საუკეთესო დრიბლიორები 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სტატისტიკურმა პორტალმა Opta-მ ბოლო დეკადაში ლა ლიგაში განხორციელებული ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგის ავტორების სია გამოაქვეყნა. ალბათ, გსააკვირი არავისძთვის იქნება, თუ 2010-20 წლებში ესპანეთის ჩემპიონატში ყველაზე მეტი დრიბლინგის შემომქედი "ბარსელონას" კაპიტანი ლეო მესი იქნება, რომელმაც ამ ხერხით მეტოქე 1617-ჯერ დაჯაბნა, მეორე პოზიციას ბილბაოს "ატლეტიკის" თილისმა იკერ მუნიაინი იკავებს, რომელმაც მეტოქეებს გვერდი 607-ჯერ აუარა, სამეულს კი მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი და ერთ დროს "ოქროს ბიჭუნად" წოდებული ისკო ალარკონი ასრულებს, რომლის გრაფაშიც ციფრი 527 წერია. 9 ფეხბურთელისგან დაკომპლექტებულ მოკლე ნუსხაში ასევე ნეიმარი, ევერ ბანეგა, ფაბიან ორელიანა, ხოაკინი, მარსელო და ანდრეს ინიესტა მოხვდნენ, დეტალური სტატისტიკა კი ასე გამოიყურება.

სხვა სტატიები