Belive

მესი, რონალდუ და ჰოლანდი - ვის რამდენი დასჭირდა 20 გოლისთვის

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ერლინგ ჰოლანდი საფეხბურთო სამყაროს გაოცებას განაგრძობს. ნორვეგიელმა ვარსკვლავმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში "სევილიას" 2 გოლი გაუტანა. გერმანულ-ესპანური დაპირისპირბა 2:2 დასრულდა, ორი თამაშის ჯამში კი "ბორუსიამ" მოიგო (5:4). აღსანიშნავია, რომ "სევილიას" კარში შესრულებული დუბლით ჰოლანდმა ჩემპიონთა ლიგაზე 20 გოლიან ნიშნულს მიაღწია. აღნიშნული შედეგისთვის კრიშტიანუ რონალდუს ჩემპიონთა ლიგაზე 56 მატჩის ჩატარება დასჭირდა, ხოლო ლეო მესიმ ეს შედარებით მალე, 40 თამაშში მოახერხა. რაც შეეხება ერლინგს, "დორტმუნდის" ლიდერმა 20 გოლი მხოლოდ და მხოლოდ 14 თამაშში დაუგროვდა. გარდა ამისა, 20 წლის ნორვეგიელი თავდამსხმელი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 20 გოლი გაიტანა.

Ronaldo took 56 games to score 20 Champions League goals. Messi was a bit quicker - 40 games. Lewandowski was even better, only 36 games. Haaland did it in 14. FOURTEEN.Posted by Goal on სამშაბათი, 09 მარტი, 2021

სხვა სტატიები