Belive

მესი საფრანგეთის თასის შეხვედრას გამოტოვებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელი, ლეო მესი ,,პეს დე კასელთან'' საფრანგეთის თასის 1/16-ფინალური ეტაპის მატჩს გამოტოვებს. ინფორმაციას პარიზული გუნდის ვებგვერდი ავრცელებს.

RMC Sport-ის ცნობით, ,,პსჟ-ის'' სამწვრთნელო შტაბმა არგენტინელს დასვენებისთვის დამატებითი დრო მისცა.

,,პარი სენ ჟერმენისა'' და ,,პეს დე კასელის'' შეხვედრა ხვალ, 23:45 საათზეა ჩანიშნული.

მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე ,,პსჟ-ის'' მაისურით ჩატარებულ 21 მატჩში 13 გოლი და 14 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები