Belive

მესი+სუარესი = 800 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სამხრეთამერიკული ტრიო, რომელსაც "ბარსელონაში" ნეიმარი ლიონელ მესი და ლუის სუარესი ქმნიდნენ, ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი სამეული გახლდათ და არაერთი ტიტულის მოგების გარდა, ბრწყინვალე ფეხბურთიც ითამაშეს. მართალია, ნეიმარი 2017 წლის ზაფხულიდან კატალონიურ გრანდში აღარ თამაშობს, თუმცა არგენტინულ-ურუგვაული ტანდემი ასპარეზობას შესანიშნავად აგრძელებს და ერთად გასაოცარ ციფრებსაც აფიქსირებს. ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში, დორტმუნდის "ბორუსიას" მესიმაც და სუარესმაც გაუტანეს, რის მერეც ორივე ფეხბურთელს ერთად ჯამში "ბლაუგრანას" მაისურით გატანილი 800 გოლი დაუგროვდა. მესის ანგარიშზე "ბარსაში" 700 მატჩში 613 გოლია (250 საგოლე გადაცემა) და ის კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია, ხოლო სუარესმა მეტოქეთა კარი 187-ჯერ აიღო (98 საგოლე გადაცემა). ამ სეზონში არგენტინელი მოედანზე 13-ჯერ გავიდა, ურუგვაელი კი 15-ჯერ, ორივე მათგანმა 10 ბურთის შეგდება მოახერხა.

სხვა სტატიები