Belive

მესი: "თავში ისევ ლივერპულთან თამაში მაქვს"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის "ბარსელონას" ლიდერმა, ლეო მესის კოპა დელ რეის ფინალამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა. "ბლაუგრანა" დღეს ესპანეთის თასზე "ვალენსიას" დაუპირისპირდება. "ენფილდზე გამართულ მატჩში ძალიან დიდი დარტყმა მივიღეთ და ეს ყველამ ვიგრძენით. ასეთი ვითარების შემდეგ, დაბრუნება და თამაში ძალიან რთული იყო, თუმცა ახლა მე-2 ტიტულის მოგების შანსი გვაქვს. ოქროს ბურთზე არ ვფიქრობ, რადგან ჩემს თავში მხოლოდ "ლივერპულთან" თამაშია. პირადი მიღწევები არ მაინტერესებს. მინდა, რომ "ბარსელონასთან" ერთად მორიგ ტიტულს დავეუფლო," - თქვა მესიმ.

სხვა სტატიები