Belive

მესი თუ რონალდუ?! ანდერ ერერამ ყველა დროის საუკეთესო დაასახელა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პლანეტის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად, მედგარი ბრძოლაა გაჩაღებული. გულშემატკივართა ნაწილი მიიჩნევს, რომ მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია - არსებობს უამრავი გულშემატკივარი, რომელიც თვლის, რომ საუკეთესოს წოდებას კრიშტიანუ რონალდუ იმსახურებს. უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, საკუთარი აზრი უამრავმა ექსპერტმა, მიმომხილველმა, ფეხბურთელმა და გულშემატკივარმა დააფიქსირა. ანდერ ერერა ერთ-ერთი უკანასკნელია, რომელიც საყოველთაო დებატებს შეუერთდა და ფავორიტი დაასახელა. ანდერ ერერა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად ლეო მესის მიიჩნევს.
"მესისგან სეზონში 50 გოლს ელიან. იმ შემთხვევაში, თუ მესი 50 გოლს ვერ იტანს, გულშემატკივრები უკმაყოფილებას გამოხატავენ და საუბარს იწყებენ. არ დაგვავიწყდეს, რომ მას საფრანგეთის ლიგა 1-ის ყველა დროის რეკორდის ეკუთვნის - მესიმ ბურთი ძელს 10-ჯერ გაარტყა. 10-ით მეტი გოლი, რომ გაეტანა შესანიშნავი სეზონი ექნებოდა". "ჩემთვის ის ყველა დროის საუკეთესოა - უდავოდ, მესი გამაოგნებელია. ახლა მას კიდევ უფრო მეტად ვაფასებ. ის საოცრად თავმდაბალია და მუდამ იღიმის", - აღნიშნა ანდერ ერერამ. 
 

სხვა სტატიები