Belive

მესი თუ რონალდუ? - ვინ აირჩია კრუიფმა 2015 წელს?

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო და აწ გარდაცვლილმა ფეხბურთელმა იოჰან კრუიფმა თავის დროზე თანამედროვე ფეხბურთის ყველაზე აქტუალურ შეკითხვას უპასუხა. საკულტო ჰოლანდიელმა ფიგურამ მესისა და რონალდუს შორის საუკეთესო აარჩია. ტოტალური ფეხბურთის შემოქმედმა, 2015 წელს, გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, თქვა: "მე ყოველთვის მომწონდა ტექნიკური მოთამაშეები, რადგან ცოტათი ასეთი მეც ვიყავი. რაც შეეხება კრიშტიანუს, ის შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ მისი ყველაზე ძლიერი მხარე გოლების გატანაა. ის არასდროს იქნება ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია შექმნას თამაში და იზრუნოს საკუთარი გუნდის თამაშის ხარისხზე. ის მხოლოდ გოლების გატანაზე ზრუნავს და დამაგვირგვინებელ ფაზაში შეუდარებელია. რაც შეეხება მესის, ის უფრო გუნდური მოთამაშეა, ვიდრე კრიშტიანუ. მას გააქვს ბევრი გოლი, მაგრამ არანაკლებ ბევრს ატანინებს სხვებს. ჩემთვის, როგორც ფეხბურთელისთვის, მესი უკეთესია. დიდი განსხვავებაა, შეგეძლოს მხოლოდ შესანიშნავი გოლების გატანა და იყო საუკეთესო მოთამაშე.  ეჭვგარეშეა, რომ მესი იმსახურებს ოქროს ბურთის მოგებას. ყველამ, ვისაც ფეხბურთში ოდნავ მაინც რამე გაეგება, იცის, რომ მესი საუკეთესოა, მეცინება მათზე, ვინც ასე არ ფიქრობს. ეს არ ნიშნავს, რომ რონალდუ ცუდი ფეხბურთელია - ის დიდებული ბომბარდირია". "აიაქსის" და "ბარსელონას" საკულტო ფიგურა 2016 წლის 24 მარტს, 68 წლის ასაკში, ფილტვის სიმსივნით გარდაიცვალა.

სხვა სტატიები