Belive

მესი თუ რონალდუ - ვინ ლიდერობს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების გამოკითხვაში?

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად არაერთი ცხარე დებატი გაიმართა. გულშემატკივართა და სპორტსმენთა აზრი ორადაა გაყოფილი. საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას ლეო მესი იმსახურებს - მეორე ნაწილის მტკიცებით, კრიშტიანუ რონალდუ საუკეთესოა. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ვარსკვლავების მიერ დაფიქსირებული პოზიციები შეაჯამა და საკმაოდ საინტერესო შედეგი მიიღო. აღმოჩნდა, რომ თანამედროვე ფეხბურთის გამორჩეული მწვრთნელებისა და ფეხბურთელების უმრავლესობა საუკეთესო ფეხბურთელად ლეო მესის მიიჩნევს. 100-ზე მეტი ვარსკვლავის მიერ დაფიქსირებული პოზიციის მიხედვით, ლეო მესი კრიშტიანუ რონალდუს სოლიდური უპირატესობით ამარცხებს. 103 ვარსკვლავი ლეო მესის პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს, კრიშტიანუ რონალდუს მხოლოდ 34 ხმა ერგო.

სხვა სტატიები