“მესი წვიმიან ამინდში სტოკთან ვერ ითამაშებს” – საიდან იღებს სათავეს ეს მოსაზრება?

მსოფლიო ფეხბურთის გულშემატკივრებს არაერთხელ სმენიათ სულელური ფრაზა: მესი წვიმიან ამინდში “სტოკთან” ვერ ითამაშებს. საიდან იღებს სათავეს ეს მოსაზრება?

“მანჩესტერ სიტისა” და “ევერტონს” შორის გამართული მატჩის წინ შემდგარ სატელევიზიო შოუ-დისკუსიაში ორი ჯენტლმენი იყო ჩართული. რიჩარს კეისი და ენდი გრეი მხოლოდ პრემიერ ლიგის დაპირისპირების განხილვით არ შემოიფარგლნენ და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდებსაც გადასწვდნენ.

რიჩარდ კეისმა ენდი გრეის 2010 წლის ოქროს ბურთისათვის მებრძოლ მთავარ ნომინანტებზე (კრიშტიანუ რონალდუ, ლეო მესი) ჰკითხა. მიუხედავად იმისა, რომ ენდი გრეიმ მესის უდიდესი პატივი მიაგო აღნიშნა, რომ არგენტინელ სუპერვარსკვლავს პრემიერ ლიგის კლუბების წინააღმდეგ თამაში გაუჭირდება. გრეის მტკიცებით, მესის ესპანეთის ლა ლიგაში უამრავი გოლები გააქვს, მაგრამ პრემიერ ლიგაში გრანდების გარდა, საშუალო დონის გუნდების წინააღმდეგაც კი გაუჭირდება გოლის გატანა.

ხშირ შემთხვევაში პრემიერ ლიგის გრანდებისთვის “სტოკთან” გასვლითი მატჩი საკმაოდ რთულია. “ბრიტანიაზე” თამაში გრანდებისთვის საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც “სტოკის” კაპიტანი და მცველი რაიან შოუკროსი მის თანაგუნდელებთან ერთად, უხეში ვარდნებითა და ხისტი თამაშითაა ცნობილი. ნახევარდაცვასა და დაცვაში უდიდესი ფიზიკური წნეხისა და ზემოქმედების შედეგად, “სტოკის” კარის აღება საკმაოდ რთულია.

ენდი გრეიმ სატელევიზიო შოუში განაცხადა: “ლეო მესი წვიმიან, ცივ ამინდში “სტოკთან” ვერ ითამაშებს.” გრეის მიერ გაჟღერებული ფრაზა – არა მხოლოდ მესის, არამედ თავდამსხმელთათვის რთულ კლიმატურ პირობებში თამაშის სიძნელის მეტაფორად იქცა. მას შემდეგ, გრეის სიტყვები ხშირად გამოიყენება პრემიერ ლიგის მატჩების, ან გასვლაზე თამაშის სირთულის შესაფასებლად.

(2276)

“მესი წვიმიან ამინდში სტოკთან ვერ ითამაშებს” – საიდან იღებს სათავეს ეს მოსაზრება?

სტატიის ავტორი
-