Belive

მესი: "ვალვერდეს სრულად ვენდობით" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში, მადრიდის "ატლეტიკოსთან" (2:3) მარცხის შემდეგ, "ბარსელონას" კაპიტანმა ლიონელ მესიმ გუნდის მთავარი მწვრთნელის ერნესტო ვალვერდეს შესახებ კომენტარი გააკეთა. "ამ ტურნირის მოგება ძალიან გვინდოდა, მარცხი ყოველთვის ძნელად გადასატანია. შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ მაინც ვერ გავიმარჯვეთ. რაც შეეხება ვალვერდეს, მას სრულად ვენდობით. გვინდა, რომ მუშაობა გავაგრძელოთ და უკეთესები გავხდეთ. ჩვენ ვუშვებთ შეცდომებს და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. შესაძლოა 80 წუთი მაღალ დონეზე ჩავატაროთ, მაგრამ მაინც წავაგოთ. კრიტიკა არსებობს, ხალხს ჰგონია, რომ სათანადო დონეზე ვერ ვთამაშობთ, მაგრამ ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, გავერთიანდეთ ისე, როგორც არასდროს და გავაუმჯობესოთ საკუთარი თავი",-თქვა არგენტინელმა. "ბარსელონამ" დიეგო სიმეონეს ეპოქაში "ატლეტიკოსგან" 3 გოლი პირველად გაუშვა.

სხვა სტატიები