ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგებით ერთმანეთს “პსჟ” და “მანჩესტერ იუნაიტედი” შეხვდებიან.
ფეხბურთის გულშემატკივარი კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის დაპირისპირებას კიდევ ერთხელ იხილავს.
საინტერესოა, თუ როგორია “პსჟ”-ს არგენტინელი ვარსკვლავის სტატისტიკა ინგლისური გუნდების წინააღმდეგ. კარიერის განმავლობაში ლეოს პრემიერ ლიგის წარმომადგენელთან 35-ჯერ უთამაშია, სადაც 27 გოლის გატანა მოახერხა. ყველაზე მეტჯერ (9) მესიმ “არსენალის” კარი აიღო. რაც შეეხება “იუნაიტედს”, “წითელი ეშმაკებთან” თავი ლეომ 4-ჯერ გამოიჩინა.
აღსანიშნავია, რომ ლეო მესიმ მიმდინარე სეზონში ინგლისელთა წინააღმდეგ გატანა უკვე მოახერხა. მან “პსჟ”-ში ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო ბურთი სწორედ “მანჩესტერ სიტისთან” შეაგდო.
არსენალი | 9 | 6 |
ჩელსი | 3 | 10 |
მანჩესტერ იუნაიტედი | 4 | 6 |
მანჩესტერ სიტი | 7 | 7 |
ტოტენჰემი | 2 | 2 |
ლივერპული | 2 | 4 |
ჯამში | 27 | 35 |