Belive

მესი: ,,ვწუხვარ, რომ მათ მაისურების გაცვლა არ ვთხოვე''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის ,,ბარსელონას'' თავდამსხმელმა, ლეო მესიმ, დაასახელა ფეხბურთელები, რომელთა მაისურებითაც კოლექციის შევსებას ისურვებდა:
,,ვწუხვარ, რომ რონალდოსა და რობერტო კარლოსს მაისურები არ ვთხოვე, მე ხომ მათ წინააღმდეგ ნათამაშები მაქვს. ვისურვებდი, რომ კოლექციაში მათი მაისურებიც მქონდეს. მაისურების კოლექციაზე ფიქრი ზრდასრულ ასაკში დავიწყე. ადრე ამას ყურადღებას არ ვაქცევდი. ზოგიერთი მოქმედი ფეხბურთლის ფორმა არ მაქვს, თუმცა ისინი ჯერ კიდევ თამაშობენ,'' - განაცხადა მესიმ Ole-სთან ინტერვიუში.
მესის ,,ბარსელონასთან'' კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში არგენტინელის ანგარიშზე ,,ბარსელონას'' მაისურით ჩატარებულ 47 შეხვედრაში 38 გოლი და 14 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები