Belive

მესიმ ბარსელონას თავდამსხმელი ინგლისიდან ურჩია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლიონელ მესიმ "ბარსელონას" ხელმძღვანელებს თავდამსხმელის დამატებისკენ მოუწოდა. Fox Sports-ის თქმით, არგენტინელ ფეხბურთელს ლუის სუარესის პოზიციაზე ჰარი კეინის ხილვა სურს. შეგახსენებთ, რომ კატალონიელებმა უკვე დაიმატეს ფრენკი დე იონგი და საუბარია მატიას დე ლიხტის "ბარსელონაში" გადასვლაზეც. რაც შეეხება ჰარი კეინს, ინგლისელმა შემტევმა წელს "ტოტენჰემის" რიგებში 23 ბურთი გაიტანა.

სხვა სტატიები