Belive

მესიმ და პიკემ დემბელე ვერ გადაარჩინეს 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" კაპიტანი ლიონელ მესი "სევილიასთან" (4:0) მოგებულ შეხვედრაში შეეცადა, რომ თანაგუნდელი უსმან დემბელე წითელი ბარათის მიღებისგან დაეცვა. საფრანგეთის ნაკრების შემტევმა მოედანი იძულებით იმის გამო დატოვა, რომ მთავარ არბიტრ მიგელ ანტონიო ლაოსს შეეკამათა. არგენტინელი სუპერვარსკვლავი ცდილობდა მსაჯისთვის განემარტა, რომ დემბელეს აზრის ესპანურად გადმოცემა არ შეეძლო, არბიტრმა კი მისი ნათქვამი არასწორად გაიგო. ეპიზოდში კატალონიური გუნდის ცენტრალური მცველი ჟერარდ პიკეც მონაწილეობდა, რომელიც მსაჯის დარწმუნებას ცდილობდა და ეუბნებოდა, რომ დემბელეს ცუდი არაფერი გაუკეთებია. მიუხედავად "ბლაუგრანას" ლიდერების მცდელობისა, რეფერიმ ფრანგი ფეხბურთელი არ დაინდო. შესაძლოა ისე მოხდეს, რომ დემბელემ დისკვალიფიკაცია მიიღოს და თვის ბოლოს გასამართი ელ კლასიკოც კი გამოტოვოს.

სხვა სტატიები