Belive

მესიმ და სუარესმა ლა ლიგის 18 გუნდზე მეტი გაიტანეს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ლიდერებმა, ლიონელ მესიმ და ლუის სუარესმა გუშინ სეზონის მორიგი გოლები გაიტანეს.  "ლა ლიგაში" ლიოენლ მესის 17 ბურთი დაუგროვდა, ხოლო ლუის სუარესს 14. ჯამში ორივემ 31 გოლი გაიტანა. ამაში თითქოს გასაკვირი არაფერია, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "ლა ლიგის" მიმდინარე სეზონში მათ ესპანეთის ჩემპიონატის 18 გუნდზე მეტის გატანა შეძლეს. 31-31 გოლი აქვთ გატანილი "სევილიასა" და "სელტას". ყველაზე ახლოს ამ შედეგთან კი 30 გოლით "ლევანტეა". რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი თავად "ბარსელონას" აქვს გატანილი, 53 გოლი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მომდევნო ტურში "სევილია" სტუმრად" "რეალს" დაუპირისპირდება, ხოლო "სელტა" "ვალენსიას" უმასპინძლებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბევრი გოლის გატანას ვერ შეძლებენ. "ბარსელონა" კი "ლეგანესს" უმასპინძლებს და სუარესსა და მესის შედეგის გაუმჯობესების რეალური შანსი ექნებათ.

სხვა სტატიები