Belive

მესიმ გალტიეს ნაადრევად გათავისუფლება სთხოვა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, "პსჟ"-სა და არგენტინის ნაკრების შემტევმა - ლეო მესიმ, ფრანგული გრანდის მთავარ მწრვთნელს - კრისტოფ გალტიეს კლუბის ნაადრევად დატოვება სთხოვა.

35 წლის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა "პსჟ"-ს მთავარ მწვრთნელ - კრისტოფ გალტიეს კლუბის ნაადრევად დატოვება სთხოვა, რადგან 7 ნოემბერს არგენტინის ნაკრების შეკრება იწყება და ამ ეტაპზე მისთვის პრიორიტეტული სწორედ ნაკრებში თამაშია.

როგორც ცნობილი ხდება, გალტიემ მესის უფლება მისცა, რომ კლუბი დატოვოს და სანაკრებო შეკრებას დროულად შეუერთდეს. მრავალი ფრანგული გამოცემის თანახმად, ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსთან" მატჩის შემდეგ "პსჟ"-ს დატოვებს და სამშობლოში გაემგზავრება.

სხვა სტატიები