Belive

მესიმ მსოფლიო მოსახლეობას მიმართა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლიონელ მესიმ საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე მიმართვა გაავრცელა. "ეს არის ურთულესი დღეები მსოფლიოსთვის. ჩვენ ვღელავთ და ვაყენებთ თავს ყველაზე რთულ სიტუაციაში მყოფი ადამიანების ადგილზე, რომლებიც იტანჯებიან. ასევე იმ ხალხის ადგილას, რომლებიც მათი ოჯახის წევრები ან მეგობრები არიან. ასევე იმ ექიმების ადგილზე, რომლებიც ყოველდღიურად მთელი ძალით ებრძვიან ამ ვირუსს. მინდა უდიდესი მხარდაჭერა და თანადგრძნობა გამოვხატო ყველა ამ ადამიანის მიმართ. "ჯანმრთელობა ყოველთვის პრიორიტეტულია. აუცილებლად ყველა ადამიანი უნდა დაემორჩილოს ექიმების რჩევებს. მხოლოდ ასე შეგვიძლია ბრძოლა კორონავირუსთან. ჯობს სახლში დარჩეთ და დატკბეთ თქვენი ოჯახის წევრებთან ურთიერთობით. ხშირად ამის ფუფუნება ადამიანებს არ გვაქვს. ვიმედოვნებ, რომ რაცშეიძლება მალე, ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ ამ რთული სიტუაციის დაძლევას."

სხვა სტატიები