Belive

მესიმ კოპა ამერიკას მოგება ოჯახს, არგენტინასა და მარადონას მიუძღვნა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
კოპა ამერიკის ფინალში არგენტინამ მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 1:0 დაამარცხა ბრაზილია. დრამატულ ფინალში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ლეო მესი არგენტინის საფეხბურთო ნაკრების რიგებში პირველ მნიშვნელოვან ტიტულს დაეუფლა. მესის სანაკრებო მონაგარში მოპოვებულ ოლიმპიურ ოქროს მედალს, გულშემატკივარი ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებდა, რადგან ფანები უფრო მეტად მნიშვნელოვან ტურნირზე გამარჯვებას ითხოვდნენ. მატჩის დასრულების შემდეგ, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ემოციური მიმართვა გაავრცელა - მესიმ გამარჯვება საკუთარ ოჯახს, არგენტინასა და დიეგო მარადონას მიუძღვნა.
"მარაკანაზე და კლასიკოში ბრაზილიის წინააღმდეგ... დაუჯერებელი კოპა იყო. ვიცით, რომ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი, მაგრამ რეალურად ბიჭებმა მთელი სული ჩადეს და მე ვერ ვიქნები მეტად ამაყი, მქონდეს იღბალი ვიყო ამ წარმოუდგენელი გუნდის კაპიტანი. ეს წარმატება მინდა მივუძღვნა ჩემს ოჯახს, რომელიც მუდმივად მაძლევდა ძალას გამეგრძელებინა წინსვლა, ჩემს მეგობრებს რომლებიც ასე ძალიან მიყვარს, ყველა იმ ადამიანს ვინც გვგულშემატკივრობდა და განსაკუთრებით 45 მილიონ არგენტინელს, რომელმაც ეს ვირუსი გამოარა. განსაკუთრებით მათ ვისაც ყველაზე ახლოს შეეხო. ყველა თქვენგანისთვის. და რა თქმა უნდა დიეგოსთვის, რომელიც დარმწუნებული ვარ, იქედან გვიცავდა სადაც არის. ზეიმის გაგრძელება რომ შევძლოთ, ფრთხილად უნდა ვიყოთ. არ დაგვავიწყდეს, კიდევ ბევრი დაგვრჩა, რომ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. გამოიყენეთ ეს ბედნიერება მოიკრიბოთ ცოტაოდენი ძალა, ვიბრძოლოთ ერთად ამ ვირუსზე გასამარჯვებლად. მადლობა ღმერთო ყველაფრისთვის რაც მომეცი და მადლობა, რომ დავიბადე არგენტინელად... ამერიკის ჩემპიონები...", - აღნიშნა ლეო მესიმ. 
  ასევე იხილეთ: არგენტინა 1:0 ბრაზილია (მიმოხილვა)

სხვა სტატიები