Belive

მესიმ ლა ლიგის მორიგი რეკორდი დაამყარა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის 27-ე ტურის შეხვედრაში, "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "უესკას" უმასპინძლა, შეხვედრა კატალონიელების გამარჯვებით, ანგარიშით - 4:1 დასრულდა. ლეო მესიმ პირველ ტაიმში შესანიშნავი გოლი გაიტანა, რომლითაც მორიგი უპრეცედენტო რეკორდი დაამყარა ლა ლიგის ისტორიაში. გუშინდელ შეხვედრის პირველ ტაიმში გატანილი ულამაზესი გოლი, მესისთვის 2020-21 წლების ლა ლიგის გათამაშებაში რიგით მე-20 გახლდათ, რითაც ის გახდა პირველი მოთამაშე ისტორიაში, ვინც ზედიზედ 13-სეზონში 20+ გოლი გაიტანა. ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი არც ზემოთხსენებულს დასჯერდა და შეხვედრის ბოლო წუთზე კიდევ ერთი გოლი მიითვალა. მესის "ბარსელონას" მაისურით 660 გოლი აქვს გატანილი, მის უახლოეს მდევარ სეზარ როდრიგესს კი მეტოქის კარი 428-ჯერ აქვს დალაშქრული, რაც მესის რეკორდზე 232 გოლით ნაკლებია. ასევე აღსანიშნავია, რომ არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა "ბარსელონას" მაისურით მინდორზე 767-ე შეხვედრა ჩაატარა, რაც კლუბის ისტორიაში მხოლოდ ხავი ერნანდესს ჰქონდა დაფიქსირებული - ლოგიკურია, რომ მომდევნო შეხვედრაში მესი ამ რეკორდს საკუთარ სახელს დაუკავშირებს. გარდა ზემოთხსენებული რეკორდებისა, აღსანიშნავია, რომ მესის კატალონიური კარიერის მანძილზე 34 ტიტული აქვს მოპოვებული.

სხვა სტატიები