Belive

მესიმ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ლეო მესიმ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. არგენტინელი სუპერვარსკვლავის აზრით, მსოფლიოს საუკეთესო სეფხბურთელის წოდებას სადიო მანე იმსახურებს. "ლივერპულის" სენეგალელი ვარსკვლავი სამუელ ეტო'ომ და სესკ ფაბრეგასმაც გამოარჩიეს. სამუელ ეტო'ოს აზრით, მოჰამედ სალაჰი და სადიო მანე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან. ფაბრეგასი მიიჩნევს, რომ მანე მსოფლიოს ტოპ-3 ფეხბურთელს შორის შედის. აღსანიშნავია, რომ სადიო მანეს მშობლები ფეხბურთის თამაშს დროის ფლანგვად მიიჩნევდნენ. „დიახ, ისინი ამბობდნენ, რომ ფეხბურთის თამაშის ნაცვლად სხვა რამით უნდა დავკავებულიყავი, სანამ პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს ხელი არ მოვაწერე“, ამბობს 26 წლის ფეხბურთელი. მშობლების სურვილით, სადიო მანე არა ფეხბურთელი, არამედ მასწავლებელი უნდა ყოფილიყო. „დავიბადე ისეთ სოფელში, სადაც არცერთ პროფესიონალი ფეხბურთელს არ უცხოვრია. მათ უნდოდათ რომ მასწავლებელი ვყოფილიყავი, მაგრამ ყოველთვის ვიმეორებდი, რომ ფეხბურთელობა ერთადერთი პროფესია იყო, რომლითაც ჩემი მშობლების დახმარებას შევძლებდი“, – ამბობს იგი Bleacher-თან საუბრისას. მანემ პირველი პროფესიონალური კონტრაქტი 2011 წელს, ფრანგულ „მეცთან“ გააფორმა, რასაც „ზალცბურგი,“ „საუთჰემპტონი“ და „ლივერპული“ მოჰყვა. დღეს მანე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ტრიოს (მანე-სალაჰი-ფირმინო) წევრია და მისი სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონ ევროს შეადგენს. „ჩემი მშობლები თვლიდნენ, რომ ეს შეუძლებელი იყო, მაგრამ მე მიზნად ოცნებების რეალობად ქცევა მქონდა დასახული. დღეს ისინი ჩემით ამაყობენ“, აღნიშნა მანემ.  

სხვა სტატიები