მესიმ ნეიმარს დაურეკა და ბარსელონაში ტრანსფერზე ესაუბრა

132
ნახვა

ესპანურ მედიაში დღეს საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმადაც, ლეო მესი ნეიმარს ტელეფონზე ესაუბრა.

როგორც იცით, ბოლო დღეებში, უცხოურ წყაროებში იწერება იმის შესახებ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელის დაბრუნება “ბარსელონას” სურს. ნეიმარის გადაბირებას ცდილობს მადრიდის “რეალიც”.

რაც შეეხება სატელეფონო საუბარს, არგენტინელი ლეგენდა მეგობარს დაუკავშირდა და ურჩია, რომ “ბლანკოსის” შემოთავაზებაზე უარი თქვას და კარიერა კვლავ “ბარსელონაში” გააგრძელოს.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი “ბლაუგრანაში” 2013 წლიდან თამაშობდა, 2017 წელს კი “პსჟ”-ში 222 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

 

(132)

მესიმ ნეიმარს დაურეკა და ბარსელონაში ტრანსფერზე ესაუბრა

სტატიის ავტორი
-