Belive

მესიმ რეალი კვლავ შეარცხვინა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიური გრანდის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა, ლეო მესიმ მადრიდის "რეალი" კვლავ შეარცხვინა. "ბარსელონას" ლიდერმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 16 გოლის გატანა და 10 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო, რითიც ჯამში 26 გატანილ გოლში მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მესიმ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში იმდენივე გოლში მიიღო მონაწილეობა რამდენიც "რეალმა" გაიტანა (26). სანტიაგო სოლარის გაწვრთნილი გუნდი არც ისე დამაჯერებლად ასპარეზობს - "რეალის" შემტევებს კი მეტოქის კარის აღება უჭირთ.

სხვა სტატიები