Belive

მესიმ რონალდუს გარეშე დარჩენილი რეალი ჩამოწერა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეო მესის მიაჩნია, რომ კრიშტიანო რონალდუს სახით "რეალმა" უდიდესი ძალა დაკარგა - საპირისპიროდ, ტურინის "იუვენტუსი" გაძლიერდა და ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად იქცა. არგენტინელი სუპერვარსკვლავის აზრით, კრიშტიანო რონალდუს გარეშე დარჩენილ "რეალს" საკმაოდ გაუჭირდება "ბარსელონასთვის" კონკურენციის გაწევა. წლების მანძილზე, პლანეტის ორი სუპერვარსკვლავის დაპირისპირება, "ელ კლასიკოს" განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა, ახლა კი რონალდუს გარეშე დარჩენილ "რეალს" რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. "მადრიდის "რეალი" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, რომელსაც იდეალური შემადგენლობა ჰყავს. ამასთანავე, აღსანიშნავია რომ კრიშტიანო რონალდუს წასვლის შემდეგ, "ბლანკოსი" ისეთი ძლევამოსილი აღარაა, "იუვენტუსი" კი საგრძნობლად გაძლიერდა და ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტად იქცა." "გაოცებული დავრჩი. ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ რონალდუ "სანტიაგო ბერნაბეუს" დატოვებდა. არაერთ გრანდს სურდა მისი შეძენა, რონალდუმ, მათ შორის "იუვენტუსი" გამოარჩია." - აღნიშნა ლეო მესიმ.

სხვა სტატიები